Thursday, January 24, 2013

მრეწველობა


                             
 ბათუმის ენერგეტიკული ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რომელიც ამჟამად ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. 5 მანქანათსაშენი ქარხანა ამზადებს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარებს, მცირე წყალწყვის გემებს (მ. შ. წყალქვეშაფრთიან კატარღებს), სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. მძლავრი ფარმაკო-ქიმიური საწარმო ამუშავებს სამკურნალო მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედიცინო პრეპარატს. სამრეწველო წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. 
                             

მსუბუქი მრეწველობის საწარმოები - ტყავ-ფეხსაცმლისა და სამკერვალო გაერთიანებები - ამზადებებ საპირე ტყავს, ფეხსაცმელს,ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებსციტრუსებსა და სხვა ხილი კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე თამბაქოსა და ჩაის ფაბრიკები, ხოცკომბინატიპურკომბინატილუდის,რძისა და თევზის ქარხნები. ბათუმზე მოდის აჭარის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის უდიდესი ნაწილი.


გონიოს ციხე

                         

გონიოს ციხეაფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოშიშავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხისშესართავთან.
უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილიააფსარუნტის სახელით.
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი (იპოდრომი და სხვა ნაგებობანი) ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
                            

1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთადრუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).
გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.[1]

შერატონი


 ბათუმის შერატონი შავი ზღვის რეგიონში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმროდან ბათუმის ისტორიულ ცენტრამდე 5 - 10 წუთის გზაა. ის პირველი საერთაშორისო 5 ვარვსკლავიანი სასტუმრო ბრენდია რეგიონში და უკვე მოიხსენიება, როგორც შავი ზღვის კაშკაშა ვარვსკლავი;



სასტუმრო შერატონ ბათუმში 203 ოთახი და სუიტია, მათ შორის 21 სართულზე მდებარე 300 კვ. მეტრიანი პენთჰაუსი, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები. ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და საგანგებოთ შერატონისათვის შექმნილი სვით-სლიფერ საწოლებით;


ბათუმის სანაპირო

                                      

ბათუმი გამორჩეულია თავისი განსხვავებული ხიბლით. აქ ყველაფერია რაც შეიძლება ტურისტს აკმაყოფილებდეს. ზღვა, კარგი ამინდი, შესანიშნავი ხედები, თვალწარმტაცი ბუნება, არაჩვეულებრივი ფილები, ერთი სიტყვით თქვენ იმოგზაურებთ რომანტიკულ გარემოში.

                                    
აქ მუდამ იქმნება ტურისტისათვის სასიამოვნო გარემო. სტუმართმოყვარე საზოგადოება, განსხვავებული ადათ-წესები, წინაპრების შემონახული ტრადიციები დღსაც აქტუალურია თითოეული აჭარლისათვის.
                                       


2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქ. ბათუმში საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრატ მამადოვი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ერთ წელიწადში აშენდა და მასში დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სხვა სამსახურებთან ერთად განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, კონტროლის პალატა. ბათუმისა და საქართველოს მოსახლეობას იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა
 ბათუმის ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საამაყო იქაური მკვიდრთათვის. ათასობით ტურისტი ჩამოდის ბათუმში დასასვენებლად, და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება რაც ძალიანნ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის.
ურბან საიდის მსოფლიო ბესტსელერს, უკვე ბათუმის ბულვარში დაუდგეს ძეგლი. მოძრავი სკულპტურა, რომელიც ქართველისა და აზერბაიჯანელის სიყვარულს ეძღვნება, ორი ქვეყნის მრავალწლიანი მეგობრობის სიმბოლო გახდა.  სიმართლე გითხრათ, ამ რომანის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია.  ძეგლის დადგმის ფაქტმა კი ჩემში, თავისდაუნებურად, დიდი პიარი გაუკეთა წიგნს და მეც რაღათქმაუნდა მაშინვე მისი შეძენა და წაკითხვა მოვინდომე.  

ეს არის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს აზერბაიჯანელი ბიჭის – ალისა და ქართველი თავადიშვილი – ნინოს სიყვარულის შესახებ.   ამ ორის სიყვარულს უამრავი რამ ეღობება წინ. ის, რომ სხვადასხვა ნაციას ეკუთვნიან, რომ აქვთ განსხვავებული რელიგია,ღირებულებები და ფასეულობები. ნინოს უყვარს ტყე, ბუნება, სიმწვანე. ის გარემო, რომელშიც გაიზარდა. ალის კი უდაბნო იზიდავს.
მათ შეხვდებათ უამრავი პრობლემა, ხიფათი, მაგრამ  სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი დანარჩენი მეორე პლანზე იწევს…



ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნებადელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1.5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში მოქმედებსშერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები.წყარო

ბოტანიკური ბაღი

                                

ბათუმის ბოტანიკური ბაღში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მცენარეთა ინტროდუქცია-აკლიმატიზაციის, მეყვავილეობისა და დეკორატიული მებაღეობის, ბოტანიკის, სუბტროპიკული მცენარეთა სელექციის, მცენარეთა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური განყოფილებები. ბაღიდან გავრცელდა ევკალიპტიქაფურის ხეევკომიატუნგი,ფორთოხალი („ვაშინგტონ-ნაველი“), ფეიჰოა, აღმოსავლური ხურმა, ახალზელანდიური სელი.
                               
დეკორატიულ მებაღობაში დაინერგა მრავალი მცენარე. 1972 წელს შესწავლილია დაყვავილებული და გამხმარი ბამბუკის პლანტაციის აღდგენის საკითხები, გამოყვანილია ფორთოხლისა და მანდარინის ჰიბრიდები. ტყის მეურნეობაში წარმატებით ინერგება სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეები: ჭობის მუხა, ნამგლისებრი მუხა, იაპონური ძელქვა, ხეტიტა, ამბრის ხე, იაპონური წაბლი, ვეიმუტის ფიჭვი და სხვა. ტექნიკური კულტურებიდან ინერგება ევგენოლის კამელია და იაპონური დარიჩინი. გაცვლის წესით სუბტროპიკულ მცენარეთა თესლები, კალმები და ბოლქვ-გორგლები ეგზავნება უცხოეთის სხვადასხვა ბოტანიკურ დაწესებულებას, გამომცდელ მოყვარულებს. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი.