Thursday, January 24, 2013

ბოტანიკური ბაღი

                                

ბათუმის ბოტანიკური ბაღში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მცენარეთა ინტროდუქცია-აკლიმატიზაციის, მეყვავილეობისა და დეკორატიული მებაღეობის, ბოტანიკის, სუბტროპიკული მცენარეთა სელექციის, მცენარეთა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური განყოფილებები. ბაღიდან გავრცელდა ევკალიპტიქაფურის ხეევკომიატუნგი,ფორთოხალი („ვაშინგტონ-ნაველი“), ფეიჰოა, აღმოსავლური ხურმა, ახალზელანდიური სელი.
                               
დეკორატიულ მებაღობაში დაინერგა მრავალი მცენარე. 1972 წელს შესწავლილია დაყვავილებული და გამხმარი ბამბუკის პლანტაციის აღდგენის საკითხები, გამოყვანილია ფორთოხლისა და მანდარინის ჰიბრიდები. ტყის მეურნეობაში წარმატებით ინერგება სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეები: ჭობის მუხა, ნამგლისებრი მუხა, იაპონური ძელქვა, ხეტიტა, ამბრის ხე, იაპონური წაბლი, ვეიმუტის ფიჭვი და სხვა. ტექნიკური კულტურებიდან ინერგება ევგენოლის კამელია და იაპონური დარიჩინი. გაცვლის წესით სუბტროპიკულ მცენარეთა თესლები, კალმები და ბოლქვ-გორგლები ეგზავნება უცხოეთის სხვადასხვა ბოტანიკურ დაწესებულებას, გამომცდელ მოყვარულებს. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი.

No comments:

Post a Comment