Thursday, January 24, 2013

მრეწველობა


                             
 ბათუმის ენერგეტიკული ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რომელიც ამჟამად ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. 5 მანქანათსაშენი ქარხანა ამზადებს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარებს, მცირე წყალწყვის გემებს (მ. შ. წყალქვეშაფრთიან კატარღებს), სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. მძლავრი ფარმაკო-ქიმიური საწარმო ამუშავებს სამკურნალო მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედიცინო პრეპარატს. სამრეწველო წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. 
                             

მსუბუქი მრეწველობის საწარმოები - ტყავ-ფეხსაცმლისა და სამკერვალო გაერთიანებები - ამზადებებ საპირე ტყავს, ფეხსაცმელს,ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებსციტრუსებსა და სხვა ხილი კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე თამბაქოსა და ჩაის ფაბრიკები, ხოცკომბინატიპურკომბინატილუდის,რძისა და თევზის ქარხნები. ბათუმზე მოდის აჭარის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის უდიდესი ნაწილი.


No comments:

Post a Comment