Thursday, January 24, 2013

ბათუმის სანაპირო

                                      

ბათუმი გამორჩეულია თავისი განსხვავებული ხიბლით. აქ ყველაფერია რაც შეიძლება ტურისტს აკმაყოფილებდეს. ზღვა, კარგი ამინდი, შესანიშნავი ხედები, თვალწარმტაცი ბუნება, არაჩვეულებრივი ფილები, ერთი სიტყვით თქვენ იმოგზაურებთ რომანტიკულ გარემოში.

                                    
აქ მუდამ იქმნება ტურისტისათვის სასიამოვნო გარემო. სტუმართმოყვარე საზოგადოება, განსხვავებული ადათ-წესები, წინაპრების შემონახული ტრადიციები დღსაც აქტუალურია თითოეული აჭარლისათვის.
                                       


2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქ. ბათუმში საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრატ მამადოვი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ერთ წელიწადში აშენდა და მასში დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სხვა სამსახურებთან ერთად განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, კონტროლის პალატა. ბათუმისა და საქართველოს მოსახლეობას იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა
 ბათუმის ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საამაყო იქაური მკვიდრთათვის. ათასობით ტურისტი ჩამოდის ბათუმში დასასვენებლად, და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება რაც ძალიანნ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის.
ურბან საიდის მსოფლიო ბესტსელერს, უკვე ბათუმის ბულვარში დაუდგეს ძეგლი. მოძრავი სკულპტურა, რომელიც ქართველისა და აზერბაიჯანელის სიყვარულს ეძღვნება, ორი ქვეყნის მრავალწლიანი მეგობრობის სიმბოლო გახდა.  სიმართლე გითხრათ, ამ რომანის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია.  ძეგლის დადგმის ფაქტმა კი ჩემში, თავისდაუნებურად, დიდი პიარი გაუკეთა წიგნს და მეც რაღათქმაუნდა მაშინვე მისი შეძენა და წაკითხვა მოვინდომე.  

ეს არის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს აზერბაიჯანელი ბიჭის – ალისა და ქართველი თავადიშვილი – ნინოს სიყვარულის შესახებ.   ამ ორის სიყვარულს უამრავი რამ ეღობება წინ. ის, რომ სხვადასხვა ნაციას ეკუთვნიან, რომ აქვთ განსხვავებული რელიგია,ღირებულებები და ფასეულობები. ნინოს უყვარს ტყე, ბუნება, სიმწვანე. ის გარემო, რომელშიც გაიზარდა. ალის კი უდაბნო იზიდავს.
მათ შეხვდებათ უამრავი პრობლემა, ხიფათი, მაგრამ  სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი დანარჩენი მეორე პლანზე იწევს…



ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნებადელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1.5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში მოქმედებსშერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები.წყარო

No comments:

Post a Comment